Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს - სალომე ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი და მაია სანდუ. ფოტო არქივიდან (2021 წ).
სალომე ზურაბიშვილი და მაია სანდუ. ფოტო არქივიდან (2021 წ).

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მოლდოვაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს და პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლურ პოლიტიკურ გუნდს უცხადებს მხარდაჭერას.

„რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს. „ვუსურვებ მაია სანდუს გადამწყვეტ გამარჯვებას“, - წერს ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.

„საქართველო იმავე ბრძოლაშია დემოკრატიისა და ევროპისათვის [რაშიც მოლდოვა]“, - წერს პოლიტიკოსი.

  • სალომე ზურაბიშვილსა და მაია სანდუს, - რომელიც საქართველოში პროდასავლურ მოძრაობას უჭერს მხარს, - თბილი ურთიერთობა აქვთ.
  • 2025 წლის 26 მაისს, - ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან ხუთი თვის შემდეგ, - მაია სანდუმ მას მოლდოვის უმაღლესი ჯილდო მიანიჭა.
  • „საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს — პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, — დაწერა პრეზიდენტმა სანდუმ 26 მაისს.
  • სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტია, რომელიც არ ცნობს საქართველოს პარლამენტის და მე-6 პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას.
  • 2024 წლის 29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის დღეს, სალომე ზურაბიშვილმა დატოვა პრეზიდენტის სასახლე, თუმცა განაცხადა, რომ თან მიაქვს „ლეგიტიმაცია“.

დღეს, 2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვაში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამჯერადაც წყვეტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ბედს.

ორი მთავარი დაპირისპირებული ძალაა პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ და პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG