დამკვირვებლები
- 28 საერთაშორისო დამკვირვებელია - მათ შორის ყველაზე მეტი (20 ადამიანი) სერბეთში რეგისტრირებულმა Association „ALTERFACT“ დაარეგისტრირა;
- 27 ადგილობრივი ორგანიზაცია - მათ შორის ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ (2973) და „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერს“ (2902).
- არჩევნებს პირველად არ აკვირდებიან მრავალწლიანი სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სხვები.
- მისიას არ აგზავნის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ორგანიზაციის წარმომადგენლობის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებით ადრე მიწვევა „არასაკმარის დროს ტოვებს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის“.
მონაწილეები
არჩევნებში მონაწილეობს 12 პარტია:
- #1 - „მამული, ენა, სარწმუნოება“;
- #3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“;
- #5 - „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
- #7 - „თავისუფალი საქართველო“;
- #8 - „პატრიოტთა ალიანსი“;
- #9 - „ძლიერი საქართველო-ლელო“;
- #11 - „საქართველო“;
- #12 - „მწვანეთა პარტია“;
- #14 - „სახალხო ხელისუფლება“;
- #25 - „გახარია საქართველოსთვის“;
- #36 - „გირჩი“;
- #41 - „ქართული ოცნება“.
მუნიციპალიტეტების ერთ ნაწილში მერობის ერთადერთი კანდიდატი იქნება:
- ჯამში 64 მუნიციპალიტეტიდან 26-ში, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტები არ ჰყავთ;
- „ლელო - ძლიერ საქართველოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ 29 მუნიციპალიტეტში არ ეყოლება მერობის კანდიდატი.
არჩევნებში არ მონაწილეობენ:
თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობენ გასულ საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედედეგის მქონე ორი პოლიტიკური გაერთიანება:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, დროა;
- „ნაციონალური მოძრაობა“.
- გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „ფედერალისტები“ და ა.შ.
პატიმრები
არჩევნების დღეს პატიმრობაში არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, დემონსტრანტები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელი და დირექტორი.
პატიმარი პოლიტიკოსები:
- ნიკა მელია;
- ნიკა გვარამია;
- ელენე ხოშტარია;
- ზურა ჯაფარიძე;
- ირაკლი ოქრუაშვილი;
- გივი თარგამაძე;
- ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არჩევნებში მონაწილეობის გამო მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
მედია
- არჩევნებს აშუქებს - 73 მედიაორგანიზაცია. მათ შორის მათი ნაწილი ქართული ეროვნული და რეგიონული მედიაორგანიზაციები და ონლაინმედია. ასევე, რამდენიმე უცხოენოვანი მედიაორგანიაციები: გერმანიის ტელევიზია „ARD“ მოსკოვის ბიურო (6), ბელარუსის ტელევიზიისა და რადიოს (Belteleradiocompany) „პირველი საინფორმაციო არხი“ (2) „ასოშეიტედ პრესს“ (4), რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS (2).
- ქართული მედიასაშუალებებიდან ყველაზე მეტი აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავს საზოგადოებრივ მაუწყებელს (127), „რუსთავი 2“-ს (115), „იმედს“ (110), POS TV (74), „TV პირველი“ (65).
ფორუმი