Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში დემონსტრანტები შეიჭრნენ


პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ. ჯებირის გარღვევის შემდეგ ადმინისტრაციის შენობიდან საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სასახლის ჯებირი გაარღვიეს და ეზოში შეიჭრნენ, გამოჩნდნენ საპოლიციო ძალები: პოლიცია და შენიღბული სპეცრაზმელები. სასახლეში მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ეზოში შესვლის სურვილი აქვს პაატა ბურჭულაძესაც, რომელიც წარმოადგენს „რუსთაველის გამზირს“ და არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

დედაქალაქში აქცია იმართება თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად - ორგანიზატორების თქმით, მიზანი „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობაა“. დემონსტრანტების ნაწილი კვლავ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ - „ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ“.

შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს“, „წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG