Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ღაზის სექტორის ყველა საზღვრის გახსნას მოითხოვს


ღაზელი პალესტინელები მიემართებიან თავიანთი საცხოვრებელი ადგილებისკენ, რომლებიც ორწლიანი ომის შედეგად განადგურებულია. 10.10.2025.
ღაზელი პალესტინელები მიემართებიან თავიანთი საცხოვრებელი ადგილებისკენ, რომლებიც ორწლიანი ომის შედეგად განადგურებულია. 10.10.2025.

გაერო მოუწოდებს ისრაელს, გახსნას ღაზის სექტორის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
გაეროს რამდენიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის პრესსპიკერებმა ჟენევაში განაცხადეს ამის შესახებ.


გაეროს თანახმად, რეგიონში არის 170 000 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, რომლის შეტანა ღაზის სექტორში ძალიან მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი.

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის შესაბამისად.

ათიათასობით პალესტინელი დაუყოვნებლივ გაემართა ჩრდილოეთ ღაზისკენ, თავიანთი საცხოვრებელი ადგილებისკენ. ისრაელის სამხედროებმა ზოგიერთი ტერიტორიიდან შეთანხმებული გასვლა დაიწყეს, მაგრამ გააფრთხილეს ხალხი, რომ ჯარისკაცებს არ მიუახლოვდნენ.


ღაზის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს დარჩენილი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, ასევე ისრაელის ჯარების ქალაქების ტერიტორიებიდან გაყვანის დაწყებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასის ხელში მყოფი 20 მძევალი ცოცხალია, ხოლო 28 გარდაცვლილია.


8 ოქტომბერს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. შეთანხმების მიღწევა დაადასტურეს ისრაელმა და ჰამასმაც და მათ შორის მოლაპარაკებების შუამავლებმა.


აშშ-ის და ევროკავშირისა მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთში ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.


ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.

ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG