Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიშალა იაპონიის მემარჯვენე სამთავრობო კოალიცია


პარტია "კომეიტოს" თავმჯდომარე ტეცუო საიტო. ტოკიო. 10.10.2025.
პარტია "კომეიტოს" თავმჯდომარე ტეცუო საიტო. ტოკიო. 10.10.2025.

დაიშალა იაპონიის მმართველი სამთავრობო კოალიცია - მსხვილ ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიასთან კავშირზე უარი თქვა მემარჯვენე-ცენტრისტულმა "კომეიტომ".


მათი კავშირი, მცირე შესვენებით, 1999 წლიდან მოქმედებდა.

მათი დაშორების გამო შესაძლოა ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა გახდეს საჭირო.


იაპონიის მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს, "კიოდო ცუსინის" თანახმად, "კომეიტო", რომელიც ბუდისტურმა ორგანიზაცია "სოკა ჰაკაიმ" შექმნა, ვერ შეუთანხმდა ლიბერალ-დემოკრატებს საქმიანი ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან შემოწირულების უფრო მკაცრი კონტროლის საკითხზე. პარტიას ასევე ეხამუშება მთავრობის მეთაურის პოსტზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, სანაე ტაკაიჩის კანდიდატურა - იგი ულტრაკონსერვატორული შეხედულებებით არის ცნობილი.


გასული წლის ბოლოს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და "კომეიტოს" კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები წააგო, ხოლო ამ ზაფხულს - ზედა პალატისაც. ეს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით კორუფციული სკანდალების ფონზე მოხდა.

კოალიციას არცერთ პალატაში აღარ ჰქონდა უმრავლესობა და "კომეიტოს" გასვლამ შეიძლება სამთავრობო კრიზისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, პარტია არ დაუჭერს მხარს ტაკაიჩის პრემიერ-მინისტრად არჩევას. არჩევის შემთხვევაში, ის პირველი ქალი იქნებოდა ამ თანამდებობაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG