Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი რამდენიმე პარტიის ლიდერებს შეხვდა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთში სამთავრობო კრიზისის ფონზე, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებები გამართა რამდენიმე პარტიის წარმომადგენლებთან.
მაკრონმა ელისეს სასახლეში წამყვანი პოლიტიკოსები - მემარჯვენე და მემარცხენე პოპულისტების გარდა - მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს იყო ერთობლივი პასუხისმგებლობის მომენტი. მაკრონმა ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნის ბოლო ვადად დღეს საღამო დაასახელა.

სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ოლივიე ფორმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ არის მზად მემარცხენეებიდან ახალი პრემიერმინისტრის არჩევისთვის და რომ არ არსებობს გარანტია, რომ მისი პარტია არ დაუჭერს მხარს შემდეგი მთავრობის დაშლას.

კიდევ ერთი დაშლილი მთავრობა გაზრდის მაკრონის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ალბათობას, რაც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ულტრამემარჯვენეებისთვისაა სასარგებლო.


„ჩვენ არ ვცდილობთ პარლამენტის დაშლას, მაგრამ არც გვეშინია“, - განუცხადა ფორმა ჟურნალისტებს მაკრონსა და პარტიის ლიდერებს შორის შეხვედრის დატოვებისას.

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ახალმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სასწრაფოდ საჭირო ეკონომიური ბიუჯეტის მიღება უნდა შეძლოს.
ორშაბათს, პრემიერმინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც მის მიერ წარდგენილმა სამთავრობო გუნდმა აშკარა კრიტიკა გამოიწვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG