სამი ათეული წლის განმავლობაში ნელსონ მანდელა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი „სინდისის პატიმარი“ იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი თავისი ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. ის იყო სიმბოლო აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლისა, სამხრეთ აფრიკის გარდაქმნისა მრავალრასობრივ, სრულყოფილ დემოკრატიად. 1990 წელს, ციხიდან გამოსვლისას, მას გმირივით შეეგება მთელი ქვეყანა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მანდელა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ფრედერიკ დე კლერკთან ერთად ნიადაგს უმზადებდა აპარტეიდის ეპოქის დასასრულს. მათმა თანამშრომლობამ გზა გაუხსნა ქვეყნის პირველ, სრულფასოვან, დემოკრატიულ არჩევნებს. ამ მიღწევისთვის მანდელა და დე კლერკი ნობელის სამშვიდობო პრემიით დააჯილდოვეს. 1994 წელს ნელსონ მანდელამ გაიმარჯვა ქვეყნის პირველ, მრავალრასობრივ საპრეზიდენტო არჩევნებში. 5 დეკემბერს ნელსონ მანდელა გარდაიცვალა. ის 95 წლის იყო.
ნელსონ მანდელა - ცხოვრება სურათებში

11
ნელსონ მანდელა და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ლონდონში, 1996 წელს.

12
აშშ-ის პრეზიდენტო ბილ კლინტონი (მარჯვნივ) და ნელსონ მანდელა რობენის ციხის იმ საკანში, სადაც მანდელამ 17 წელი გაატარა (1998 წლის მარტი).

13
ნელსონ მანდელა და რომის პაპი იოანე პავლე მეორე ვატიკანში 1998 წელს.

14
ნელსონ მანდელა და ნიგერიელი მწერალი ჩინუა აჩებე 2002 წელს კეიპტაუნში.

15
როკის ირლანდიელი ვარსკვლავი ბონო და ნელსონ მანდელა ამ უკანასკნელის იოჰანესბურგის რეზიდენციაში, 2002 წლის მაისში.

16
ნელსონ მანდელა სტუმრად აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან თეთრი სახლის ოვალურ ოფისში (2005 წლის მაისი).

17
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სტუმრად ნელსონ მანდელას სახლში, ქალაქ კუნუში (2012 წლის აგვისტო).

18
ნელსონ მანდელას მესამე ცოლი გრასა მაჩელი თმას უსწორებს მეუღლეს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტად ჯეიკობ ზუმას კურთხევის ცერემონიის დროს (2009 წლის მაისი).

19
მანდელამ მაჩელი თავის 80 წლის იუბილეზე შეირთო - 1998 წლის 18 ივლისს.

20
ნელსონ მანდელას ქანდაკება, რომელიც დურბანის მახლობლად აღიმართა 2012 წლის აგვისტოში, მანდელას დაპატიმრების 50 წლისთავის აღსანიშნავად.