თინა - ავტოსტოპით მოგზაური
27 წლის თინა ღვინიაშვილი ბევრს დადის. დადის მეგობრებთან ერთად, დადის მარტოც და, რაც მთავარია, დადის ავტოსტოპით. მისი მოგზაურობა საქართველოში -და ერთხელ მის ფარგლებს გარეთაც, თურქეთში - ოთხი წლის წინ დაიწყო. საბერძნეთში ერთ-ერთი სტუდენტური გაცვლითი პროგრამით ყოფნისას მან თანატოლები გაიცნო, რომლებიც თავისუფალ დროს სწორედ ასე ატარებდნენ: მოიგდებდნენ ზურგჩანთას, აიკიდებდნენ კარავს და მიდიოდნენ. საქართველოში დაბრუნებული თინა ამაზე დიდხანს ფიქრობდა: ეგონა, ასე სამოგზაუროდ ბევრი ფული დასჭირდებოდა, ძვირად ღირებული აღჭურვილობა... მაგრამ ერთ დღესაც გადაწყვიტა: ყველაფერი მეგობრებისგან ითხოვა და გზას დაადგა. ამ გზამ თინა, რომელიც პროფესიით ფილოლოგია და დღეს ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მუშაობს, ბევრ დაუვიწყარ ადგილამდე მიიყვანა. დღესაც, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება ხოლმე, დგება და მიდის. ჯერ საოცნებო ფოტოაპარატი არა აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაფერს იწერს, მათ შორის იმ ნანახ კადრებსაც, რომლებსაც გადაიღებდა. მოუსმინეთ ავტოსტოპით მოგზაური გოგოს, თინას, თავგადასავალს.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია