მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ბირთვული კატასტროფიდან 30 წლის შემდეგ ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორია ადამიანებისგან დაცლილია. სამაგიეროდ, იქ მრავლად შეხვდებით ცხოველებს: ირმებს, მგლებს, მელიებს, ცხენ-ირმებს. ფაუნის ეს მრავალფეროვნება ცხადყოფს, რომ მავნე რადიაციამ ცხოველებს ხელი ვერ შეუშალა გამრავლებაში, ხოლო ადამიანის არყოფნაში მათ საშუალება მიეცათ, ჩვეული ბუნებრივი პირობები აღედგინათ.
ჩერნობილი: ადამიანის არყოფნაში ცხოველებმა გაიხარეს

1
თეთრკუდიანი არწივი მგლის ლეშთან ბელორუსიის მიტოვებულ სოფელ დრონკიში. სოფელი ჩერნობილის ატომური რეაქტორის გარშემო შექმნილ 30-კილომეტრიან აკრძალულ ზონაში მდებარეობს.

2
მგლები ბელორუსიის სოფელ ორევიჩიში. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს ტერიტორია სამუდამოდ დატოვა 100 ათასამდე ადამიანმა, რის შედეგადაც შეიქმნა სიდიდით დაახლოებით ლუქსემბურგისხელა მიტოვებული ზონა.

3
კიდევ ერთი ორევიჩელი მგელი (ბელორუსია).

4
ცხენ-ირემი ბელორუსიის მიტოვებულ სოფელ დრონკიში. ადრეულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რადიაციამ შეამცირა ცხოველთა გამრავლების ტემპი, მაგრამ ახლა ასეთივე გამოკვლევებით დადგინდა, რომ ძუძუმწოვრების გამრავლების მაჩვენებელი ისევ იზრდება.

5
ბუ ტოვებს სახლის საკვამურს ბელორუსიის სოფელ კაჟუშკიში. ეს მიტოვებული ზონაა უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის საზღვრებთან.

6
მელა თოვლში. ბაბჩინი, ბელორუსია.

7
ცხენ-ირემი სოფლის მახლოლად. ბაბჩინი, ბელორუსია.

8
თეთრკუდიანი არწივი მიტოვებული სკოლის სახურავზე. ტულგოვიჩი, ბელორუსია.

9
ბიზონების ჯოგი. დრონკი, ბელორუსია.

10
ბიზონები. დრონკი, ბელორუსია.