13 ოქტომბერს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ გამოაცხადა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ახალი ლაურეატის ვინაობა. პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტს, მომღერალსა და კომპოზიტორს ბობ დილანს, რომელიც 1993 წლის შემდეგ პირველი ამერიკელია, ვინც მსოფლიოს ყველაზე საპატიო და პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი გახდა. დილანს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოშიც, სადაც მან 1985 წელს იმოგზაურა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრის დაცვაზე საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახური ზრუნავდა, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ისიც კი მოახერხა, რომ ფოტოსურათი გადაუღო და თან მიაძახა: Mister Dylan, I love you! გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელშიც ბობ დილანის კარიერის რამდენიმე საინტერესო ეპიზოდია აღბეჭდილი.
Mister Dylan, I love you!

1
ბობ დილანის კონცერტი ვიეტნამის ქალაქ ჰო-ში-მინში (2011 წლის 10 აპრილი).

2
ბობ დილანი და მისი თანმხლები მუსიკოსები ეს-ეს არის, ჩაფრინდნენ პარიზში, ლე ბურჟეს აეროპორტში (1966 წლის 22 მაისი).

3
ბობ დილანისა და რომის პაპის, იოანე პავლე მეორის შეხვედრა იტალიის ქალაქ ბოლონიაში, სადაც 1997 წლის მიწურულს გაიმართა კათოლიკე ახალგაზრდობის დიდი შეკრება.

4
ახალგაზრდა ბობ დილანი ნიუ-იორკში

5
კარიერის დასაწყისში

6
კონცერტი პეკინში, 2011 წლის 6 აპრილი

7
2012 წლის 29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბობ დილანი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. სურათი გადაღებულია თეთრ სახლში, დაჯილდოების ცერემონიისას.

8
1985 წლის 13 ივლისს, ფილადელფიაში მოწყობილი ამ კონცერტის შემოსავალი გადაეცა აფრიკის მოშიმშილე მოსახლეობის დახმარების ფონდს.

9
1981 წლის 21 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართული ამ კონცერტით დაიწყო დილანის დიდი ევროპული ტურნე.

10
ინგლისის კენტის საგრაფოს ქალაქ პედოკ ვუდის მუსიკალურ ფესტივალზე, 2012 წლის 30 ივნისს.