საფრანგეთის ქალაქ ბორდოს სახელიც კი ღვინის ასოციაციას იწვევს! ბორდო მასპინძლობს მსოფლიოში ღვინის მთავარ გამოფენას „ვინექსპოს“, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ბორდოს მახლობლად გადაშლილ ფერდობებზე აყენებენ ღვინოებს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილებს მიეკუთვნება. 2016 წლიდან ბორდოში გახსნილია ღვინის ცივილიზაციის ცენტრიც - მუზეუმი La Cité du Vin - და მასში წელს, 31 ივლისიდან 5 ნოემბრამდე საგანგებო საგამოფენო სივრცე ეთმობა საქართველოს: პირველ მიწვეულ ქვეყანას, როგორც „მეღვინეობის აკვანს“.
„საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ - გამოფენა ბორდოში

11
ბორდო, ღვინის მუზეუმი La Cité du Vin

12
ბორდო, ღვინის მუზეუმი: გამოფენა "საქართველო - მეღვინეობის აკვანი"