5 აგვისტოს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში საზეიმოდ გაიხსნა ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, 6 აგვისტოს კი მედლების პირველი კომპლექტებიც გათამაშდა. პირველი ოლიმპიური გამარჯვებები იზეიმეს ტყვიის მსროლელებმა, მშვილდოსნებმა, ძიუდოისტებმა, ველომრბოლელებმა, მოცურავეებმა… ამ უკანასკნელებმა 6 აგვისტოს სამი მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს.
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე პირველი

11
აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე ოლეგ სტეპკო ღერძზე ასპარეზობისას.

12
სამხრეთ კორეის მშვილდოსან ვაჟთა ნაკრების ერთ-ერთი წევრი ნახევარფინალური ორთაბრძოლისას. სამხრეთკორეელებმა ყველა მეტოქეს აჯობეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

13
წყალბურთელთა ჯგუფურ ტურნირში ერთმანეთს ხვდებიან უნგრეთისა და სერბიის ნაკრები გუნდები.

14
ქალთა შორის პნევმატური შაშხანით ათმეტრიან დისტანციაზე სროლის ერთი ეპიზოდი. ცეცხლის ხაზზეა ირანელი ელაჰე აჰმადი.

15
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა ამერიკელმა ვირჯინია თრეშერმა (შუაში). მან ყველას აჯობა პნევმატური შაშხანით ათმეტრიან დისტანციაზე სროლაში.

16
საგზატკეცილო ველორბოლაში შეჯიბრების მონაწილეთა სტარტი კოპაკაბანის პლაჟზე.