ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ ბელგიის დედაქალაქის მთავარი საჰაერო-სატრანსპორტო კვანძი დაკეტილია. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროს სადგურ „მალბეეკში“, ანუ იმ რაიონში, სადაც ევროკავშირის უწყებები მდებარეობს. ბელგიიდან მიღებული ცნობების თანახმად აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღემატება, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია. როგორც „ბელგას“ საინფორმაციო სააგენტო იუწყება, აფეთქებებამდე გაისმა სროლის ხმა და ვიღაცის ხმამაღალი შეძახილები არაბულ ენაზე. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის იან იამბონის განკარგულებით, ქვეყანაში გამოცხადდა ტერორის საფრთხის უმაღლესი საფეხური. პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა თავდასხმებს „სასტიკი“ და „მხდალი“ უწოდა.
ბრიუსელში მოწყობილ აფეთქებებს 28 კაცი ემსხვერპლა
ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ ბელგიის დედაქალაქის მთავარი საჰაერო-სატრანსპორტო კვანძი დაკეტილია. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროს სადგურ „მალბეეკში“.

1
ჯარისკაცი ბრუსელში, ზავენტემის აეროპორტში აფეთქების შედეგად ჩამტვრეულ ფანჯრებთან. 2016 წლის 22 მარტი.

2
აფეთქების შედეგად დაზიანებული ბრიუსელის აეროპორტი.

3
აფეთქება მოხდა "ამერიკენ ეარლაინზის" მგზავრებისთვის განკუთვნილ მოსაცდელში.

4
აფეთქების შემდეგ აეროპორტის პერსონალი და მგზავრები ტერმინალიდან გაიყვანეს.

5
მგზავრები ტოვებენ მეტროს ვაგონებს ბრიუსელის ცენტრში, მეტროს სადგურ „მალბეეკში“ მომხდარი აფეთქების შემდეგ.

6
ევაკუაციის დროს მგზავრები მეტროს მიწისქვეშა ლიანდაგებს მიუყვებიან.

7
მეტროს სადგური აფეთქების შემდეგ.

8
მაშველები დაჭრილებს უვლიან „მალბეეკში“ სადგურში მომხდარი აფეთქების შემდეგ.

9
ბელგიელ პოლიციელებს და სამხედროებს „მალბეეკის“ სადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად დაჭრილი გადაჰყავთ.

10
პოლიციელები და მაშველები მეტროს სადგურთან.