„C5+1-ფორმატი“: როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა კავშირები აშშ-სა და ცენტრალურ აზიას შორის
1
2015 წლის შემოდგომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რეგიონის ხუთივე ქვეყანას ეწვია, რითაც ვაშინგტონსა და ცენტრალური აზიის დედაქალაქებს შორის დიალოგის ახალი ფორმატი დაიწყო.
უზბეკეთში პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი პირადად შეხვდა კერის თვითმფრინავის კიბეებთან. სსრკ-ის დაშლამდე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კარიმოვი ქვეყანას მეოთხედ საუკუნეზე მეტხანს მართავდა (გარდაიცვალა 2016 წელს). იგი გააკრიტიკეს მმართველობის ავტორიტარული სტილისა და დისიდენტობის ჩახშობის გამო.
უზბეკეთსა და ყაზახეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ჯორჯ კროლმა, თავის მემუარებში დაწერა, რომ კარიმოვი ცდილობდა უზბეკეთის იზოლირებას გარე პოლიტიკური და ეკონომიკური ძალებისგან; ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი რჩებოდა, მსოფლიოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების მიუხედავად.

2
2013 წელს სახელმწიფო მდივნის რანგში თავის პირველ საჯარო გამოსვლაში კერიმ ქვეყანა „ყირზახეთად“ მოიხსენია. სავარაუდოდ, ისს ყირგიზეთს გულისხმობდა. ეს უხერხულობა წლების განმავლობაში ახსოვთ.
2015 წელს, ცენტრალური აზიის რეგიონში ტურნეს დროს, მან შეხვედრები გამართა ხუთივე სახელმწიფოს ლიდერებთან.

3
ყაზახეთში კერი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.
ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ისევე როგორც კარიმოვი უზბეკეთში, საბჭოთა პარტიული ნომენკლატურიდან იყო. თუმცა, მეზობელი ქვეყნის ლიდერისგან განსხვავებით, ნაზარბაევმა ნავთობის სიმდიდრე დასავლური კომპანიებისთვის გახსნა და ყაზახეთის, როგორც პროგრესული და ინვესტორებისთვის მეგობრული იმიჯის შექმნა სცადა, ნათქვამია ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ კროლის მემუარებში, რომელიც ნაზარბაევსაც და კარიმოვსაც ესაუბრა.

4
ცენტრალური აზიის უკიდურეს ჩრდილოეთის დედაქალაქი, ასტანა კერის ყინვიანი ამინდითა და მძვინვარე ქარით დახვდა. ნოემბრის დასაწყისში ამ განედებში თოვლი და ქარბუქი უჩვეულო არ არის. საინფორმაციო სააგენტოების არქივში ინახება ფოტოები, სადაც კერი ყაზახეთში ვიზიტის დროს მონახულებული მეჩეთის წინ ქურთუკში გამოწყობილია.
5
თურქმენეთში კერიმ მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან, რომელმაც თანამდებობა 2006 წელს პირველი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა.
ბერდიმუჰამედოვმა შეასუსტა წინამორბედის პიროვნების კულტი, მაგრამ საკუთარი დაამკვიდრა: „თურქმენბაში“ (ყველა თურქმენის მამა) „არკადაგით“ (მფარველით) შეიცვალა. 2022 წელს გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პრეზიდენტის თანამდებობა ფაქტობრივად გადასცა თავის შვილს, სერდარს.

6
ყირგიზეთში კერი დაესწრო ცენტრალური აზიის ამერიკული უნივერსიტეტის ახალი კამპუსის გახსნას.
2013 წელს ამ ქვეყანაზე საუბრისას კერიმ ენის შეცდომა დაუშვა, როდესაც „ყირზახეთი“ ახსენა. მან თქვა: „მამაცი ამერიკელი თანამშრომლები პლანეტის ყველაზე საშიშ ადგილებში მუშაობენ. ისინი ნიგერიაში კორუფციას ებრძვიან. ისინი ბირმაში კანონის უზენაესობას ამყარებენ. ისინი „ყირზახეთსა და საქართველოში დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერენ მხარს და ჩვენი გამოცდილებით, ქვეყანას დემოკრატიაზე გადასვლას დიდი დრო სჭირდება“.
ყირგიზეთში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მეორე რევოლუციის შემდგომი პერიოდი იყო. მისი ლიდერი, ალმაზბეკ ატამბაევი, პირველი ლიდერი იყო, რომელმაც თავისი წინამორბედს (როზა ოტუნბაევას) ხელისუფლება არჩევნების გზით წაართვა და არა რევოლუციისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზით.

7
ტაჯიკეთში კერის აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. სახელმწიფო მდივანმა მოგვიანებით მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან (რომელიც დღემდე მართავს ქვეყანას).
„ჩვენ ორივე ღრმად ვართ შეშფოთებულნი ავღანეთსა და საზღვარზე არსებული უსაფრთხოებით, ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა დუშანბეში.

8
კერის ვიზიტი რეგიონში ცენტრალური აზიის ქვეყნებმა აშშ-ის მზარდი ინტერესის დასტურად აღიქვეს გრძელვადიანი ურთიერთობებისა და ორმხრივად სასარგებლო კავშირების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.
ეს იყო C5+1-პლატფორმის დადებითი დასაწყისი. საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრები რეგულარული გახდა და თანამშრომლობის განხილვის პლატფორმას წარმოადგენდა (სურათზე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ცენტრალური აზიის საგარეო საქმეთა მინისტრები, 2023).

9
პირველი C5+1-სამიტი 2023 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართა.
ყაზახეთს წარმოადგენდა მისი მეორე პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოყაევი, კარიერული დიპლომატი და ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის პროტეჟე, რომელიც 2019 წელს გადადგა და „სისხლიანი იანვრის“ მოვლენების შემდეგ ჩრდილში აღმოჩნდა. ყირგიზეთს წარმოადგენდა სადირ ჯაპაროვი, რომელიც ხელისუფლებაში ქვეყნის მესამე რევოლუციის ტალღაზე მოვიდა. უზბეკეთს წარმოადგენდა მისი მეორე პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი, რომელმაც თანამდებობა კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა და ქვეყანა მსოფლიოსთვის გახსნა. თურქმენეთს წარმოადგენდა სერდარ ბერდიმუჰამედოვი, რომელმაც მამამისი შეცვალა პრეზიდენტის პოსტზე. ემომალი რაჰმონი ტაჯიკეთს 1994 წლიდან მართავს.

10
2025 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მოკლე მოლაპარაკებები გამართა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან.
ერთი თვის შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს მოწვევა გაუგზავნა, რომელსაც ლიდერები დაეთანხმნენ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამიტის დღის წესრიგი ცენტრალურ აზიაში უხვად არსებული მინერალური რესურსების, განსაკუთრებით კი იშვიათი მიწების ლითონების განხილვას დაეთმობა.