თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოახერხა სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება. 15-16 ივლისის ღამის განმავლობაში, ანკარასა და სტამბოლში მომხდარ შეტაკებებში, სულ ცოტა, 90 კაცი დაიღუპა, დაპატიმრებულია 800-მდე პირი. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ მკაცრად დასჯის გადატრიალების თაოსნებსა და მონაწილეებს.
თურქეთი: სამხედრო გადატრიალების ჩაშლილი ცდა
1
15 ივლისს, საღამოს რვის ნახევრისთვის, თურქეთის არმიის მოსამსახურეებმა გადაკეტეს ბოსფორის სრუტეზე გადებული ხიდები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს სტამბოლის ევროპულსა და აზიურ ნაწილებს.
2
სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე ჯარისკაცებს გარს ეხვევიან სამოქალაქო პირები. ამასობაში, საღამოს 8 საათისთვის, დედაქალაქ ანკარიდან უკვე ვრცელდება ცნობები სროლისა და ქალაქის თავზე ავიაგამანადგურებლების ფრენის შესახებ.
3
თურქი სამხედროები და სამოქალაქო პირები სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე.
4
საღამოს 10 საათისთვის ტანკებმა ალყა შემოარტყეს თურქეთის პარლამენტის შენობას ანკარაში. იუწყებოდნენ აფეთქებების შესახებ. ამ სურათზე, რომელიც თურქი პოლიტიკოსის, ომერ ჩილეკის "ტვიტერის" ანგარიშიდან არის აღებული, კარგად ჩანს დაზიანებული შენობა.
5
სერიოზულად დაზიანდა პარლამენტის შენობის შიდა მხარეც.
6
ხალხი ანკარის ქუჩებში გამოვიდა, რათა წინააღმდეგობა გაეწია პუჩისტებისთვის.
7
ანკარის თავზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ ავიაგამანადგურებლები, ხალხი თავშესაფრის ძებნაში, აქეთ-იქით გარბოდა. 11 საათზე ტელეკომპანია NTV-მ გამოაცხადა, რომ თურქეთის არმიის ავიაგამანადგურებელმა ანკარის თავზე მეამბოხეთა ვერტმფრენი ჩამოაგდო.
8
ანკარაში მომხდარ შეტაკებებში, სულ ცოტა, 42 კაცი დაიღუპა. ამ სურათზე ერთ-ერთი დაჭრილი მიწაზე წევს, მისი თანმხლები პირი შველას ითხოვს.
9
სტამბოლში ვითარება განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა სამოქალაქო პირებმა ალყაში მოაქციეს ტაქსიმის მოედანზე მორიგე გუშაგები.
10
თურქეთის დროშაში გახვეული დაჭრილი ქალი ანკარის სამხედრო შტაბის მახლობლად.