დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს. უძრავი ქონების მომავალი მაგნატი დაიბადა ნიუ-იორკში, მდიდარ ოჯახში და შექმნა ბიზნესიმპერია, რომელმაც თანდათან ტელევიზია და სილამაზის კონკურსებიც მოიცვა.
დონალდ ტრამპი: ცხოვრება ბიზნესსა და ტელეეკრანზე

1
დონალდ ტრამპი, რომელიც დაუთარიღებელ ფოტოზეა გამოსახული, დაიბადა 1946 წელს ნიუ-იორკში, მდიდარ ოჯახში.

2
ტრამპი (მარცხნივ), ხუთიდან მეოთხე შვილი, ამ ფოტოზე თავის ოჯახთან ერთად არის. მამამისმა, ფრედ ტრამპმა, რომელიც უძრავი ქონების წარმატებული ნიუიორკელი მაგნატი იყო, თავის ვაჟს ასესხა მილიონობით დოლარი, რათა დახმარებოდა მას ბიზნესიმპერიის შექმნაში.

3
ტრამპი - ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიის კადეტი.

4
ტრამპი მამასთან ერთად ნიუ-იორკის უორტონის ბიზნესის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს.

5
ტრამპი 1977 წელს დაქორწინდა ჩეხოსლოვაკიაში დაბადებულ ივანა ზელნიჩკოვაზე. სურათზე წყვილი გადაღებულია 1989 წელს. მათ სამი შვილი ჰყავთ: ერიკი, ივანკა და უმცროსი დონალდ ტრამპი.

6
ტრამპმა 1993 წელს ცოლად შეირთო მსახიობი და მოდელი მარლა მეიპლსი.

7
ტრამპს და მეილსს 1995 წელს შეეძინათ გოგონა, ტიფანი.

8
ტრამპი 1996 წელს "მისს უნივერსის" - სილამაზის კონკურსის - მფლობელი გახდა. ვენესუელელმა ალისა მაჩადომ, რომელმაც ტიტული მოიპოვა იმავე წელს, მოგვიანებით ტრამპი დაადანაშაულა საჯაროდ აბუჩად აგდებასა და შეურაცხყოფაში.

9
ლას ვეგასში ტრამპის "ინტერნეშნლ ჰოტელისა" და "ტაუერის", ბიზნესმენის ერთ-ერთი ფეშენებელური საკუთრების ქვაკუთხედის ჩადების ცერემონია, 2005 წელი.

10
ტრამპი პროდიუსერ მარკ ბარნეტთან ერთად 2004 წელს, როცა ის ტელევარსკვლავი გახდა სატელევიზიო შოუს - "აპრენტისის" - მეშვეობით.