ლია ტაბატაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა საჭიროებებზე
10 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლია ტაბატაძე, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესინალების კავშირ "ჩვენი ბავშვების" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ არსებული სტერეოტიპების გაბათილების მნიშვნელობაზე. ასეთი ბავშვების ჯანმრთელობაზე დროული და სათანადო ზრუნვის საჭიროებაზე. ლია ტაბატაძის თქმით, გაცილებით დიდი სირთულეს წარმოადგენს საზოგადოების დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ, ვიდრე ის, სირთულეები, რაც ასეთი ადამიანის მოვლას სჭირდება. ლია ტაბატაძე თვლის, რომ უპირველესი, რაშიც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, მათთვის სათანადო სერვისების დროულად მიწოდების უზრუნველყოფაა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...