აი, იმ დღეს რომ კითხულობდი, რამე კარგი წიგნი მირჩიეთ წასაკითხადო. საინტერესოო. ნიკომ ნახა ეგ ფეისბუკზე. თითონ, ეხლა, ბევრი არაფერი წაუკითხავს, ამიტომ ღირებულს ვერაფერს გეტყოდა, სამაგიეროდ იცის ხოლმე ვის უნდა მიმართოს. ალექსანდრე ლორთქიფანიძეს. "ჩედ" წოდებული ალექსანდრე თან თავადაც წერს თან სულ კითხულობს და რჩევების მიცემაც მისი ერთ-ერთი პროფესიაა. ჰოდა, სულ კარგი რამეები გვითხრა. ნიკო კი იჯდა და ამაოდ ცდილობდა საუბარში თავისი ბავშვობაში წაკითხული თხა და გიგო ჩაეთხარა.
* * *
ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".
ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.