"რას ქვია, არ ვიცი?" - შეიძლება აღშფოთდე, როდესაც სათაურს წაიკითხავ. "არ ვიცი კი არა, "ვია 75"-ის ოთხ კონცერტზე ვარ ნამყოფი". არადა, ხომ ხვდები, მაინც უფრო ახალგაზრდები გვისმენენ და სათურიც მათ ეხებათ. "რას ქვია, ახალგაზრდებს ეხება? მე რა, ბებერი ვარ?" - მიპასუხებ. ამაზე რა ვთქვა აღარ ვიცი. ხარ, კი. ახლა მოგვისმინე. გოგა ქართველიშვილი, მეტსახელად "ტემპერა" და ნიკო 70-იანი წლების ქართულ ესტრადაზე ლაპარაკობენ.
* * *
ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".
ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.