რატომ ლაპარაკობს ხოლმე ნიკო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებზე ასე ხშირად? ვალი აქვს ვინმესი? დაუკვეთეს? ფულს უხდიან?
სამივე კითხვაზე პასუხია: რა თქმა უნდა! თორემ ისე რა პირველი არხი - სულ იმ ოხერ არხს უყურებს, რუსულ გადაცემებს რომ ქართულად თარგმნიან.
* * *
ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.