ჯაბამ თქვა, დღევანდელმა ქართველმა დიჯეებმა მუსიკა არ იციანო. ნიკო ეკამათა. ჯაბამ - SOU ფესტივალი კარგიაო. ნიკო დაეთანხმა. დანარჩენი დრო პოდკასტ "დაირაზე" ილაპარაკეს. კიდევ უფრო დანარჩენი დრო კი პოლიტიკას, ონლაინ და არაონლაინ აქტივიზმის და ტროლინგის განხილვას დაეთმო.
* * *
"ნიკოს პოდკასტი" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.