რეზო გეთიაშვილი ნახანძრალი ტყეების მდგომარეობაზე
11 აგვისტოს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო რეზო გეთიაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი. მან ილაპარაკა ნახანძრალი ტყეების მდგომარეობაზე, მათ შორის, მიმდინარე კვირაში მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შედეგებზე. რეზო გეთიაშვილის თქმით, თბილისის გარშემო არსებული ტყის საფარი ხანდაზმულია, გამხმარ და დაავადებულ ტყეში კი ხანძრის გაჩენაც და გავრცელებაც იოლია. მისივე სიტყვებით, საქართველოს ტყეს, ხანძრის გარდა, სხვა საფრთხეებიც ემუქრება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, სათბობად მერქნის დიდი ოდენობით გამოყენების გამო.