საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და ყაზახეთის კომპანია "ყაზმუნაიგაზმა“ ლიკანში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ერთობლივი პროექტი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“. სასტუმრო მდებარეობს "მეოთხე სამმართველოს" სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. გახსნის ცერემონიას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერები, მთავრობის, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლები. „რიქსოს ბორჯომში" 151 ნომერია. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, გოლფისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, ბალნეოლოგიურ ცენტრს, საცურაო აუზსა და ბავშვთა გასართობ ცენტრს. პროექტის ჯამური ღირებულება 48 მილიონი აშშ დოლარია. პროექტში საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კაპიტალის 50%-ია.
ლიკანში გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო

11
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა სტუმრები ბორჯომის წყლის წყაროსთან

12
1895 წლით დათარიღებული დასასვენებელი სახლი სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე

13
1895 წლით დათარიღებული დასასვენებელი სახლი სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე

14
1895 წლით დათარიღებული დასასვენებელი სახლი სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე