ზუსტად 50 წლის წინ, 1962 წლის 12 ივლისს, ლონდონის „მარკი კლაბში“ გაიმართა „როლინგ სტოუნზის“ პირველი კონცერტი. კონცერტზე მისული ასამდე მაყურებელი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ლეგენდის დაბადების მოწმე ხდებოდა.
"როლინგ სტოუნზი" 50 წლისაა

1
ჩარლი უოტსი (მარცხნივ), ბრაიან ჯონსი, კით რიჩარდსი, მიკ ჯაგერი და ბილ უაიმანი ლონდონში, 1965 წელს. სწორედ იმ წელს შეძლო ჯგუფმა თავისი ინდივიდუალური სტილის მიგნება სინგლებით “The Last Time” და “(I Can’t Get No) Satisfaction”.

2
ჯაგერი (მარჯვნივ) და რიჩარდსი ლონდონში, 1967 წელს.

3
1967 წელი. ჯაგერი და რიჩარდსი ტოვებენ სასამართლოს შენობას ინგლისის ქალაქ ჩიჩესტერში. რიჩარდსის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მათ ბრალი დასდეს ნარკოტიკების შენახვაში.

4
ჯგუფის მიერ 1969 წელს ჩატარებული, ალტამონტის სპიდვეის სკანდალურად ცნობილი კონცერტი, რომელზეც ბაიკერების გუნდის, Hell’s Angels-ის წევრმა დანით მოკლა ერთ-ერთი მაყურებელი.

5
1971 წელი. “როლინგ სტოუნზი” კონცერტს მართავს ლონდონის რაუნდ ჰაუსში.

6
ჯგუფის 1971 წლის ალბომის, “Sticky Fingers”-ის ცნობილი ყდა (რუსეთში გამოცემული ვერსია).

7
1973 წელი. “როლინგ სტოუნზი” - რომლის სახელი უკავშირდება ჩიკაგო-ბლუზის დამფუძნებლად მიჩნეული მადი უოტერსის მიერ 1948 წელს დაწერილ სიმღერას - კონცერტს მართავს ლონდონის უემბლის სტადიონზე.

8
ჯგუფმა - რომლის ეს ფოტო აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, 1978 წელს არის გადაღებული - დიდ ბრიტანეთში გამოუშვა 22 სტუდიური ალბომი (აშშ-ში - 24), 11 ლაივ-ალბომი (აშშ-ში - 12) და უამრავი კრებული.

9
მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია “როლინგ სტოუნზის” ოცამდე სტუდიური ალბომის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

10
1995 წელი. ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი (მარცხნივ) ელაპარაკება რიჩარდსსა და ჯაგერს. ჯგუფის წევრებმა ჰაველს საჩუქრად ჩაუტანეს განათების მოწყობილობა - პრაღის კრემლის ფართო დერეფნებში დასამონტაჟებლად.