ინგლისსა და უელსში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა დიდი ინტერესით ელოდა შოტლანდიისა და იაპონიის ეროვნული გუნდების მატჩს - განსაკუთრების მას შემდეგ, რაც ასპარეზობის პირველ ტურში ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა სამხრეთაფრიკელები დაამარცხა. თუმცა, იაპონელთა იმედი არ გამართლდა: შოტლანდიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (45:10) და აქტივში ხუთი ქულა ჩაიწერა. სურათები, რომლებსაც ფოტოგალერეაში გთავაზობთ, მატჩის წინ გლოსტერის "კინგსჰოლმის" სტადიონის მისადგომებთან არის გადაღებული.
"კაბიანი" ბიჭები და შარვლიანი გოგოები

11
ამ გულახდილი აღიარებით გლოსტერში ვერავის გააკვირვებ.

12
იაპონია-შოტლანდიის მატჩი "სტრიტ-არტის" ოსტატის თვალით.

13
გლოსტერის სარაგბო კლუბის ფორმა ძალიან წააგავს იაპონიისას, ფერები კი ზუსტად იგივეა.

14
იაპონელი ქომაგების რაზმს ქართული ენერგიაც შეემატა.

15
იაპონიის ნაკრების ყველაზე ნორჩი ქომაგის პრიზი რომ გათამაშებულიყო, ამ ბიჭუნას მისი მოპოვების საუცხოო შანსი ექნებოდა.

16
იქნებ იაპონელების ამ თაობამ მაინც შეძლოს შოტლანდიელების დამარცხება...

17
თითო კათხა ლუდი მატჩის წინ აუცილებელი რიტუალია.

18
თითო კათხა ლუდი მატჩის წინ, ანუ სად დაიკარგნენ იაპონელები?

19
კათხა ლუდის შემდეგ დანახარჯიც დასათვლელია - შოტლანდიელების "ხელგაშლილობა" ხომ საქვეყნოდ ცნობილია!

20
თამაშის შემდეგ სუვენირებზე მოთხოვნილება მკვეთრად დაეცა.