გადმოცემის თანახმად, რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის შემოდგომაზე, როცა ინგლისის ქალაქ რაგბიში, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეთა საფეხბურთო მატჩის დროს მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, 16 წლის უილიამ უებ ელისმა, ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისკენ გაიქცა. რაგბის დაბადების ამ ვერსიას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს, მაგრამ, ასეა თუ ისე, რაგბიში მსოფლიოს უძლიერესი ეროვნული ნაკრები გუნდისთვის დაწესებული ჯილდო დღეს უილიამ უებ ელისის სახელს ატარებს, ხოლო ქალაქი რაგბი თვით ამ შესანიშნავი თამაშის ნათლიად გვევლინება. გთავაზობთ დავით კაკაბაძის ფოტორეპორტაჟს რაგბის სამშობლოდან.
აქაც რაგბი, იქაც რაგბი

11
რაგბის მუზეუმის ექსპონატები

12
რაგბის მუზეუმის ექსპონატები

13
ჯეიმს ჯონ გილბერტი, ბურთების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის მფლობელთა მესამე თაობის წარმომადგენელი. სურათი გადაღებულია დაახლოებით 1910 წელს ფაბრიკის შენობასთან, სადაც დღეს რაგბის მუზეუმია განთავსებული (ვაქვეყნებთ რაგბის მუზეუმის თავაზიანი ნებართვით).

14
ასეთი აბრა ამშვენებდა "გილბერტის" ბურთების ფაბრიკას მეოცე საუკუნის დასაწყისში.

15
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაგბიში, ამ თამაშის სამშობლოში" - ასეთ აბრებს რაგბიში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, ავტოსადგომებზეც კი.

16
სკოლის მოწაფე უილიამ უებ ელისი, რომელმაც უკვდავყო არა მარტო საკუთარი, არამედ თავისი ქალაქის სახელიც.

17
სკოლა, რომელშიც უილიამ უებ ელისი სწავლობდა.

18
უილიამ უებ ელისის სახელობის თასი - ამჯერად ყვავილებისა.

19
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად ქალაქი საზეიმოდ არის მორთული.

20
რაგბის ქუჩებში ხშირად წააწყდებით ასეთ ფილებს, რომლებზეც მსოფლიო რაგბის ვარსკვლავთა სახელებია დატანილი. გვარის ქვევით ასეთი წარწერაა: "რაგბის დუღაბი: ჩვენი ისტორია - თქვენი წვლილი".