400 წლის წინ, 1616 წლის 23 აპრილს, გარდაიცვალა დიდი ინგლისელი დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი. დავით კაკაბაძის ფოტორეპორტაჟი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, გადაღებულია შარშან შემოდგომაზე, შექსპირის მშობლიურ ეივონის სტრეტფორდში, სადაც ამ ქალაქის უდიდესი შვილის პორტრეტსა თუ ხსენებას, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყველგან შეხვდებით.
შექსპირი სტრატფორდში, 400 წლის შემდეგ

1
უილიამ შექსპირის სამეფო თეატრის ერთ-ერთი სცენა გედის სახელს ატარებს.

2
გედებს სტრატფორდში მართლაც ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით: წყალზე...

3
...ჰაერში...

4
...თუ რკინაში.

5
1564 წელს ამ სახლში დაიბადა კაცი, რომელმაც თავის პატარა ქალაქს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

6
შექსპირი აქ ყველგან არის...

7
...ბანერებზე...

8
...სასტუმროს აბრაზე...

9
...სასეირნო კატერებზე...

10
...რესტორნის აბრაზე...