Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბენიძე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე


მიხეილ ბენიძე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:22 0:00

27 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. მან ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში დაგეგმილ საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე.

გადმოწერა

მიხეილ ბენიძის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული რამდენიმე სამუშაო ვარიანტია შესული. მათ შორის ერთი, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერაა ინიცირებული, ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის შექმნას, სადაც მაჟორიტარულ სისტემას, ერთიანი სამხარეო სისტემა ჩაანაცვლებს. შესაბამისად 150-მანდატიან პარლამენტში 75 დეპუტატი აირჩევა ერთიანი პროპორციული, ხოლო 75 დეპუტატი სამხარეო პროპორციული წესით. განსახილველ ვარიანტებს შორისაა, ვახტანგ ხმალაძის მიერ შეტანილი სრულად სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვარიანტი და ვახუშტი მენაბდის მთლიანად ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვარიანტიც. მიხეილ ბენიძე შეეხო, ასევე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის თემასაც და განმარტა, რომ ამგვარი ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივი ჯგუფებს არ წარუდგენია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG