რა შეცვალა უფასო წიგნებმა?
უკვე მეორე წელია, საჯარო სკოლის მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს უფასოდ ურიგებს. მშობლების თქმით, ისინი სასწავლო წლის დასაწყისში სახელმძღვანელოებისათვის საჭირო 100-150 ლარს ზოგავენ. პედაგოგები ამბობენ, რომ უწიგნობას ვეღარავინ იმიზეზებს და ამ საბაბით, მოსწავლეები გაკვეთილების სწავლას თავს არ არიდებენ. თუმცა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამამ მნიშვნელოვნად დააზარალა გამომცემლობები, რომლებიც სასკოლო წიგნებს ბეჭდავდნენ. ზოგიერთი მათგანი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას. 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობების სარჩელი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ, რომლითაც ისინი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამომცემლობებთან მოლაპარაკებების გაგრძელება და წიგნების ფასზე შეთანხმება შესაძლებელია. სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას კი სამინისტრო მომავალ წელსაც გეგმავს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...