18 ივნისს შესრულდა ექვსი თვე ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან. ამ თარიღს ეძღვნება პრაღაში გახსნილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია მწერლისა და დისიდენტის ფოტოსურათები, გადაღებული 1988-2011 წლებში. სურათების ავტორები არიან ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს, ČTK-ს ფოტოგრაფები. აქამდე გამოუქვეყნებელი მრავალი სურათი აჩვენებს ჰაველის პრეზიდენტობის განსაკუთრებით საინტერესო და ინტიმურ მომენტებს. ჩვენს ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ რამდენიმე სურათს გამოფენიდან, რომელიც 6 ივლისამდე გაგრძელდება.
ვაცლავ ჰაველის პრეზიდენტობის ხანა სურათებში
1
ლონდონი, 1990 წლის მარტი. სამეფო გვარდიის წევრები ესალმებიან ვაცლავ ჰაველს, ბუკინგემის სასახლეში მისი ვიზიტისას (მიხალ კრუმპჰანცლი).
2
ბრნო, 1991 წელი. ვაცლავ ჰაველი (მარცხნივ) ესაუბრება ფინანსთა მაშინდელ მინისტრს ვაცლავ კლაუსს. შემდგომ წლებში ეს უკანასკნელი ჰაველის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ მეტოქედ იქცა და 2003 წელს ის პრეზიდენტის პოსტზეც შეცვალა (იგორ ზეჰლი).
3
მელბურნი (ავსტრალია), 1995 წლის 29 მარტი. ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი (მარცხნივ) ესაუბრება ანსამბლ "როლინგ სტოუნზის" წევრებს - გიტარისტ კით რიჩარდსსა და ვოკალისტ მიკ ჯაგერს.
4
ტაილანდი, 1994 წელი. ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის დროშის ქვეშ ისვენებს გემზე, რომლითაც ბანგკოკს ათვალიერებს (იგორ ზეჰლი).
5
ახალი ზელანდია, 1995 წელი: ჰაველი ადგილობრივი თემის ტრადიციით ესალმება მაორი გოგონას, ახალ ზელანდიაში ვიზიტისას (სტანისლავ პეშკა).
6
აღდგომის კუნძული, 1996 წელი. ვაცლავ ჰაველი ადგილობრივ პოლინეზიელებთან ერთად ახდენს თავისი საცეკვაო ხელოვნების დემონსტრირებას (მიხალ კრუმპჰანცლი).
7
ჩეხეთის ქალაქი იჰლავა, 2002 წელი. ვაცლავ ჰაველის ფოტოპორტრეტი (ლუბოშ პავლიჩეკი).
8
ჩეხეთის ქალაქი ტრუტნოვი, 2007 წელი, როკ-ფესტივალი ღია ცის ქვეშ. ჰაველი, რომელიც როკ-მუსიკის დიდი ტრფიალი იყო, ესალმება მაყურებელს. ფესტივალი მიეძღვნა "ბელად ჰაველს", რომელიც სწორედ ამ მიზეზით მოიკაზმა ინდიელი ბელადის თავსაბურავით (ა. მლეინკოვა).