75 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი - დისიდენტი მწერალი და პოლიტიკოსი. ის იყო ლიდერი ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვანი რევოლუციისა, რომელმაც ბოლო მოუღო ქვეყანაში კომუნსტური რეჟიმის ბატონობას ოთხი ათწლეულის განმავლობაში.
ვაცლავ ჰაველი
1
ჩეხოსლოვაკიის ოპოზიციის ლიდერი ვაცლავ ჰაველ პრაღაში, ვაცლავის მოედანზე ხელს უქნევს დემონსტრანტებს. 1989 წლის 10 დეკემბერი.
2
ჩეხოსლოვაკიის ახალარჩეული პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი მოქალაქეებს ხვდება პრაღის ციხე-სიმაგრეში 1989 წლის 29 დეკემბერს.
3
ჰაველი თავის აგარაკზე ჰრადეჩეკში. 1970-იანი წლები.
4
ჰაველი (მარჯვნივ) დემონსტრანტების ჯგუფს მიმართავს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით. 1988 წ.
5
ჰაველი პირად აუდიენციაზე პაპ იოანე პავლე მეორესთან რომში, ვატიკანში. 1990 წლის სექტემბერი.
6
ჰაველი (ცენტრში) პირველ მეუღლეს, ოლგასა, და "პრაღის გაზაფხულის" ლიდერს, ალექსანდერ დუბჩეკს შორის პრაღაში - ჩეხოსლოვაკიაში პაპი იოანე პავლე მეორის ვიზიტისას.
7
ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი (მარცხნივ) და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა ვარშავის ლუდხანაში 1998 წლის მარტში.
8
ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა (ცენტრში) და უიღურთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე რებია კადირი "აზიაში მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კონფერენციაზე". პრაღა, 2009 წლის სექტემბერი.
9
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი (მარცხნივ) და ვაცლავ ჰაველი კონფერენცია "ფორუმი 2000-ზე". პრაღა 2007 წლის ოქტომბერი.
10
ჰაველი (მარცხნივ) სანთელს ანთებს სტუდენტთა მემორიალზე. პრაღა, 2009 წლის 17 ნოემბერი.