15-17 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი. ვიზიტის მსვლელობისას დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, პრაღაში ესტუმრა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბბინას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რადიო თავისუფლებაში
1
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა ვაცლავ ჰაველის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.
2
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი (მარცხნივ) და დისკუსიის მოდერატორი, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე.
3
შეკითხვას სვამს რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის თანამშრომელი მარიანა დრაჩი (მარჯვნივ).
4
ფრაქცია “ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი (მარცხნივ) და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე.
5
დისკუსიის მონაწილეები.
6
დავით უსუფაშვილთან ვიდეოინტერვიუსთვის მზადება რადიო თავისუფლების სტუდიაში
7
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის თანამშრომელი სალომე ასათიანი (მარცხნივ) ინტერვიუს იღებს დავით უსუფაშვილისგან.