12 მარტიდან "კათარზისი" საგანგებო რეჟიმით მუშაობს. გარკვეული პერიოდით სასადილო დარბაზში გამასპინძლება გაუქმებულია, ხოლო მზა სადილი დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, 12:30-დან 14:30 საათამდე გაიცემა. პრევენციის მიზნით მოქალაქეებს საკვებს ეზოს მხრიდან აწვდიან და იცავენ დისტანციას.
უსაფრთხო სადილი ყველას
1
პრევენციის მიზნით "კათარზისმა" მომსახურების წესი შეცვალა.
2
ორგანიზაცია მზა სადილს 12:30-დან 14:30 საათამდე გასცემს.
3
"კათარზისის" თანამშრომელი საკვების თითო პორციას მაგიდაზე დებს.
4
დღიური ულუფა.
5
"კათარზისის" თანამშრომელი კუთვნილ ულუფას აწვდის ბენეფიციარს.
6
მოქალაქეები სათითაოდ შედიან "კათარზისის" ეზოში, რათა დაიცვან დისტანცია.
7
სიფრთხილის მიუხედავად მხნეობას და ხალისს არავინ კარგავს.
8
მოქალაქეები და "კათარზისის" თანამშრომლები შორიდან ესალმებიან და მოიკითხავენ ერთმანეთს.
9
რეკომენდაციის თანახმად საკვების გაცემის დროს დისტანციას იცავენ.
10
ჰუმანიტარული კავშირი "კათარზისი".