ზურაბ წერეთლის ნამუშევრები ყოველთვის იწვევდა ფართო გამოხმაურებას - აღტაცებიდან დაწყებული, მკაცრი კრიტიკით დამთავრებული. ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ქმნილება იყო პეტრე I-ის გიგანტური ქანდაკება მოსკოვში: მისმა მასშტაბებმა, სტილმა და ადგილმდებარეობამ საზოგადოებაში ცხარე დისკუსიები გამოიწვია. არანაკლები დავა მოჰყვა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლსაც, რომელიც თავდაპირველად შეერთებულ შტატებში დასადგმელად შეიქმნა. რამდენიმე ქალაქის მხრიდან უარის მიღების შემდეგ, ქანდაკება 2016 წელს პუერტო-რიკოს ქალაქ არესიბოში აღმართეს. 126 მეტრი სიმაღლის ქანდაკება დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესად ითვლება და წერეთლის საკამათო მემკვიდრეობის სიმბოლოდ არის აღიარებული. ჩვენ შევკრიბეთ მისი რამდენიმე ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი. ზურაბ წერეთელი მოსკოვში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბიჭვინთა, თბილისი, მოსკოვი, პუერტო-რიკო. წერეთლის ყველაზე ცნობილი და სადავო ნამუშევრები

საკურორტო კომპლექსის მონუმენტურ-დეკორატიული ნამუშევრები ბიჭვინთაში (1967 წ.) – პანო, ვიტრაჟები, ინტერიერის დეკორაცია, (ფოტოზე) ქანდაკება „მყვინთავები“

მოზაიკა პროფკავშირების კულტურის სასახლის ფასადზე, თბილისში (1968-1969 წწ.)

მოზაიკა თბილისის პოლიტიკური განათლების სახლის ფასადზე (1980 წ.)

სტელა „ადამიანი და მზე“ თბილისის აეროპორტის მახლობლად (1980 წ.)

„მეგობრობა სამარადჟამოდ“ - მონუმენტი მოსკოვში, რომელიც ეძღვნება რუსეთ-საქართველოს მეგობრობას (1983 წ.).

"მეგობრობა" - არტ ობიექტი დამონტაჟებული იყო თბილისის შემოსასვლელში, მაგრამ 1991 წელს ის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბრძანებით ააფეთქეს.

მემორიალური კომპლექსი „საქართველოს მატიანე“ თბილისის ზღვის მახლობლად (1985-2003 წწ.)

"ბოროტსა სძლია კეთილმან" - გაეროს შტაბ-ბინის მახლობლად, ნიუ-იორკში (1990 წ.)

წმინდა ნინოს ძეგლი თბილისში (1994 წ.)

მონაწილეობა მოსკოვში მაცხოვრის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში (1995–2000 წწ.)