რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიას ორგანიზაცია World Vision-ის წარმომადგენელი ნათია მესტვირიშვილი სტუმრობდა. 12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა და ნათია მესტვირიშვილმა გვიამბო, თუ რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და რას აკეთებს პროექტი, რომელშიც თავადაა ჩართული პრობლემის დასაძლევად.