რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. სტუმარმა ილაპარაკა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივებზე და საქართველოს როლზე ამ საქმეში. გია ჯანდიერი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე წინასწარ კონსულტაციებსაც.