რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე. მან ილაპარაკა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე, რომლის მიზანიც თბილისის მოსახლეობაში ღირებულებათა სისტემის შესწავლა იყო.