რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჟურნალ ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, რომელმაც ილაპარაკა მედიაკოალიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და მედიაკოალიციის გეგმებზე დაკავებული ფოტოჟურნალისტების მხარდასაჭერად.