რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე. სოხუმის დაცემიდან 18 წლის გასვლასთან დაკავშირებით მან ილაპარაკა კონფლიქტის წინაპირობებზე, 18 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსა და დღევანდელ ვითარებაზე.