ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში

Your browser doesn’t support HTML5

3-დან 8 სექტემბრამდე ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის მონაწილეები არიან გერმანელი, პოლონელი, რუსი, ბელორუსი, უკრაინელი და ქართველი ანიმატორები. ფესტივალის ჩატარების იდეა ნიქოზი-ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) ეკუთვნის. ის ანიმაციური ხელოვნების სპეციალისტია და მეგობრების დახმარებით ნიქოზში ჯერ ხელოვნების სკოლა გახსნა და შემდეგ კი ფესტივალის მოწყობაც გახდა შესაძლებელი. ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი პირველად შარშან გაიმართა.