14 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო განათლების ექსპერტი, სამოქალაქო განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ მოსიაშვილი. მან საჯარო სკოლის დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესისა და სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის თაობაზე ისაუბრა.