რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია. მან რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მომუშავე მძღოლების მღელვარების მიზეზებზე ისაუბრა. რატომ უცხადებენ მძღოლები უნდობლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინტერტრანსს“ და რა პერსპექტივა არსებობს დავის მოსაგვარებლად? ლავრენტი ალანია ამ და სხვა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.