ამ კვირაში თბილისში, სამხატვრო გალერეა “გამრეკელში”, მოეწყო ხელოვნებათმცოდნისა და მხატვრის, თამარ მელიქიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით “გაქცევა”. გამოფენის დახურვის შემდეგ თამარ მელიქიშვილი ჩვენი რადიოს თბილისის სტუდიას ესტუმრა და ამ წარმატებულ ექსპოზიციაზე გვესაუბრა.