23 აპრილს რადიო „თავისუფლების“ დილის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, მაკა გიოშვილი, რომელიც ამავდროულად არის ხელმძღვანელი პროექტისა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე.“ ირღვევა თუ არა ქალთა უფლებები და როგორ ვებრძოლოთ დისკრიმინაციას? საუბარი ამ საკითხებს შეეხო.