აქცია მშრომელთა უფლებების დასაცავად

Your browser doesn’t support HTML5

მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მსვლელობა მოეწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ყოფილი პარლამენტის შენობამდე. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში ყველა დასაქმებულ ადამიანს და მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები საკმარისად არ არის დაცული. აქციის მონაწილეები მოითხოვენ 1 მაისი გამოცხადდეს დასვენების დღედ, უმოკლეს ვადებში შეიქმნას შრომის ინსპექცია და უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ხალხის დასაქმების პრობლემას.