თბილისში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა იმართება

თბილისში, სპორტის სასახლეში ნაციონალური მოძრაობის ყრილობა მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან პარტიის დელეგატები მთელი საქართველოდან. როგორც იუწყებიან, ყრილობაზე დაუკრეს ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს დროშასთან ერთად ფრიალებს ევროკავშირის, ნატოსა და უკრაინის დროშებიც.