21 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი. მან ისაუბრა ვირუსული მენინგიტის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამომწვევ მიზეზებსა და დაავადების პრევენციის საშუალებებზე.