ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა სარეკლამო რგოლებიც დაამზადეს. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის განთავსება ნაციონალურ არხებზე საკმაოდ ძვირია, პოლიტიკური რეკლამის ნაკლებობას ქართული ტელესივრცე არ განიცდიდა.