ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარსდგა

ლონდონში წიგნის ბაზრობა გაიხსნა, სადაც საქართველო უკვე ტრადიციულად მონაწილეობს. საქართველოს ეროვნულ სტენდზე გამოფენილი იქნება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანიები და ქართველი გამომცემლების უახლესი წიგნები.

სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებთან და პარტნიორებთან.

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2013 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს.