„გალერია თბილისში“ კინოჩვენებაზე მაყურებლები დაუბრკოლებლად შევიდნენ

„გალია თბილისში“ მდებარე კინოდარბაზთან მივიდა რამდენიმე სასულიერო პირი, „საზოგადოება ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და დემონსტრანტების მცირე ჯგუფი, რომლებიც აპროტესტებენ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ისინი შევიდნენ სავაჭრო ცენტრში და ამბობენ, რომ თუკი შეუშვებენ მშვიდობიანი გზით, „შიშველი ხელებით“ ჩაშლიან კინოჩვენებას, რომელიც 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა სეანსი უკვე დაწყებულია.

როგორც შემდეგ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის 10 საათზე დაგეგმილ კინოსეანს ჩაშლის და იქ მისულ საზოგადოებას არ მისცემს ფილმის ყურების საშუალებას.

საპროტესტო აქციის ეპიცენტრი კი კინოთაეტრი „ამირანია“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს: „პრეტენზია გვაქვს კინოთეატრების ხელმძღვანელებთან და იმ ადამიანებთან, ვინც დააფინანსეს ეს გარყვნილება“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

Your browser doesn’t support HTML5

გურამ ფალავანდიშვილი "გალერია თბილისში" შევიდა